ახალსოფლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გოდერძი მკალავიშვილი
1. პროექტის სახელწოდება: ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურები
2. პროექტის მთავარი იდეა( თემა): მიეჩვიონ მოსწავლეები სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სტრატეგიის უნარ-ჩვევებს. გაითავისონ ქართული ენის მდიდარი ისტორიული ტრადიციები და მისი ადგილი მსოფლიო ენათა დიდ ოჯახში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უფრო დაწვრილებით გამოიკვლევენ ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების საფეხურებს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა დახვეწონ კვლევითი აქტივობები, ინფორმაციის მოძიების პროცესი ინტერნეტში, მონაცემების ანალიზი. შეისწავლონ პრეზენტაციის მომზადება(POWER POINT)
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:3-4 კვირა( საორიენტაციო)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გამოიკვლევენ ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურებს. დაადგენენ, რომ ქართული ენა არის ეროვნული, სახელმწიფო ენა საქართველოში, ხოლო ზანური(მეგრულ-ჭანური) და სვანური კი ტომობრივი ენებია.(ეცოდინებათ ქართველურ ენათა ჯგუფი). გამოიკვლევენ, რომ ქართველური ენები ენათესავება მთის კავკასიურ ენებს და სხვა ჯგუფებთან ერთად( აფხაზურ-ადიღეურ, დაღესტნურ და ქისტურ-ბაცბურ ენებთან) ქმნიან მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს(ი.ჯავახიშვილი და არნ.ჩიქობავა). ამ საკითხზე არსებობს მეცნიერთა რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებიც(ნ.მარი, თ. გამყრელიძე). მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ენის დიალექტებს( ქართლური, კახური, იმერული, გურული, მესხური, თუშური,ფშავური, ხევსურული, მოხევური, აჭარული, გუდამაყრული, ფერეიდნული, ინგილოური, იმერხევული).
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: „მასწავლებლის ბიბლიოთეკა“ I ტომი.
1.ზურაბ სარჯველაძე-„ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდები“
2. კორნელი დანელია,ზურაბ სარჯველაძე-„ქართული დამწერლობის წარმოშობის პრობლემა“.
3. ელენე ბაბუნაშვილი-„სამი სტილის თეორია ქართულ მწერლობაში“.
4. გიორგი ცოცანიძე, იზაბელა ქობალავა-„ დიალექტი“
5.გიორგი ცოცანიძე-„დიალექტოლოგია“
6. აკაკი შანიძე, ლეო კვაჭაძე-ქართული ენა-5-6 კლასების სახელმძღვანელო.
7. კომპიუტერი(MS power point)
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): 1. მოსწავლეები, მასწავლებლის ხალმძღვანელობით შეარჩევენ თემას და ჩამოაყალიბებენ შესაბამის შეკითხვებს.
2. საპროექტო ჯგუფი ჩამოყალიბდება მიზნობრივი გადანაწილების შედეგად მასწავლკებლის მიერ.
3. ჯგუფი შეიმუშავებს პროექტის გეგმას.
4. ჯგუფში მოვალეობები გადანაწილდება პერსონალურად, გაირკვევა, თუ ვინ, რას და როდის აკეთებს? ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე?
10 .საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთენ კავშირი:პროექტი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან და გეოგრაფიასთან, ისტ-თან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): გოდერძი მკალავიშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: gmkalavisvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:gmkalavisvili@blogspot.com
No comments:
Post a Comment